12-09-2016
12-14 სექტემბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით იმყოფება სომხეთის რესპუბლიკის განათლების და მეცნიერების სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის ლევონ მკრტიჩიანის ხელმძღვანელობით.
ვიზიტის ფარგლებში, 13 სექტემბერს დელეგაცია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ეწვია. დელეგაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი და სტუ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლები შეხვდნენ. აღსანიშნავია, რომ სომხეთის რესპუბლიკის განათლების და მეცნიერების სამინისტროს დელეგაციის შემადგენლობაში არიან აგრეთვე კარენ მნაცაკანიანი (სომხეთის რესპუბლიკის განათლების და მეცნიერების სამინისტროს დიასპორის და საგარეო ურთიერთობების სამმართველოს, დიასპორის განყოფილების უფროსი) და კარენ ჰოვჰანნისიანი (სომხეთის რესპუბლიკის განათლების და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო პროგრამების ცენტრის დირექტორი).
შეხვედრაზე განხილული იქნა უმაღლეს სასწავლებლებს შორის თანამშრომლობის პროგრამების მიმართულებების განხორციელების საკითხები, ჰორიზონტალური კავშირების დამყარების მიზნით. ასევე, საკითხები, რომლებიც უკავშირდება საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის იმ სტუდენტების განათლების პრობლემებს, რომლებიც ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლას აგრძელებენ საუწყებათაშორისო შეთანხმების ფარგლებში.
სიახლეებში დაბრუნება