
ამერიკელი სტუმრები სტუ-ში
29 ოქტომბერს სტუ-ს ეწვივნენ კარნეგის მელონის უნივერსიტეტისა და პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები. ამერიკელ სტუმრებს შეხვდა სტუ-ს რექტორი პროფ. არჩილ ფრანგიშვილი. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სტუ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლები და აკადემიური პერსონალი.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სტუ-სა და აღნიშნულ უნივერსიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებს.
სიახლეებში დაბრუნება