26-07-2016
21-22 ივლისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის პროფესორებმა: ნოდარ ფოფორაძემ, ვაჟა გელეიშვილმა, დავით ბლუაშვილმა და აკადემიურმა დოქტორებმა: შალვა გეგიამ და ნინო ადეიშვილმა დაბა კაზრეთში მყოფ სტუ-ს პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან ერთად ერთობლივი მარშრუტები ჩაატარეს.
21 ივლისს ისინი იმყოფებოდნენ მადნეულის კარიერზე, სადაც აკვირდებოდნენ აქ მიმდინარე სამუშაოებს და დაათვალიერეს გამამდიდრებელი ფაბრიკა, ასევე, მოინახულეს კუდსაცავები და გაეცნენ სინჯების დამუშავების ლაბორატორიას.
22 ივლისს გაეცნენ საყდრისის საბადოს გეოლოგიას და მოინახულეს ხუთივე უბანი: ყაჩაღიანის, მამულისის, აღმოსავლეთ ფოსტისქედის, დასავლეთ ფოსტისქედისა და კვირაცხოვლის უბნები.
სტუდენტები გაეცნენ საყდრისის საბადოზე მიმდინარე სამთო-გეოლოგიურ სამუშაოებს, აიღეს ნიმუშები და აღწერეს დაკვირვების წერტილები, სხვადასხვა ტიპის გამადნებები, დააკვირდნენ საძიებო ბურღვას, კარიერზე აფეთქებას, სინჯის აღებისა და მისი ლაბორატორიისათვის მომზადების პროცესებს.
სტუდენტთა უმეტესობისთვის ეს პირველი სასწავლო-გეოლოგიური პრაქტიკაა, რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მათზე.
სიახლეებში დაბრუნება