29-10-2010

მემორანდუმი
28 ოქტომბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სააქციო საზოგადოება “მადნეულს” შორის გაფორმდა მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სტუ-ს რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა და “მადნეულის” დირექტორმა გიორგი დევაძემ.
მემორანდუმის მიზანია საქართველოში სამთო-გეოლოგიური დარგის განვითარების ხელშეწყობა და მისი პერსპექტიული განვითარებისათვის თანამედროვე სამეცნიერო ტექნიკური და საგანმანათლებლო საფუძვლების შექმნა.
სიახლეებში დაბრუნება