საპროექტო პრაქტიკა არქიტექტურულ-სამშენებლო კომპანიებსა და მუნიციპალიტეტების არქიტექტურის სამსახურებში
22-07-2016
18 ივლისიდან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის მენეჯერის სამსახურის ინიციატივით, ფაკულტეტის II–IV კურსის სტუდენტები და მაგისტრანტები იმყოფებიან საპროექტო პრაქტიკაზე არქიტექტურულ-სამშენებლო კომპანიებში და რეგიონალურ/ადგილობრივ მუნიციპალიტეტების არქიტექტურის სამსახურებში. აღნიშნული პრაქტიკა სტუ-სა და დამსაქმებელ კომპანიებს შორის გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზე ხორციელდება.
ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები პრაქტიკას შემდეგ ორგანიზაციებში გადიან:
შ.პ.ს „კომპანია ალბატროსი“ (თბილისი)
შ.პ.ს. „ემბავუდ ჯორჯია“, „კარე“ (თბილისი)
რუსთავის მერიის არქიტექტურის სამსახური
მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის სამსახური
გორის მერიის არქიტექტურის სამსახური
ქუთაისის მერიის არქიტექტურის სამსახური
ჭიათურის მუნიციპალიტის არქიტექტურის სამსახური
ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახური
კომპანია „ორბი ჯგუფი“ (ბათუმი)
ქობულეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის სამსახური