20-07-2016
ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია ,,Start - Business Solutions'' აცხადებს კონკურსს მეწარმეობის მსურველთათვის.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ დამათავრებელი კურსის და მაგისტრატურის 1-2 კურსის სტუდენტებს.
კომპანია "Start - Business Solutions" დაფუძნდა 2013 წელს და მისი მთავარი მიზანია სტარტაპების/ბიზნესების შექმნის ხელშეწყობა. ამჟამად კომპანიას გააჩნია 7 სტარტაპი/ბიზნესი, რომლებიც განვითარების სხვადასხვა ეტაპზეა. კონკურსის შედეგად შერჩეულ მეწარმეებს კომპანია ჩააბარებს აღნიშულ სტარტაპებს/ბიზნესებს და დაეხმარება მათ განვითარებაში. შერჩეული მეწარმეები მიიღებენ წილს ბიზნესში და გახდებიან "Start - Business Solutions"-ის პარტნიორები.
სტარტაპები/ბიზნესები წარმოდგენილია სხვადასხვა სფეროებიდან:
- წარმოება
- ინტერნეტ ბიზნესი
- ფინანსური სექტორი
- არასამთავრობო სექტორი
- მომსახურება.
მოთხოვნები და შერჩევის კრიტერიუმები:
- მეწარმის სრული ჩართულობა (24/7-ზე)
- განათლება, მოტივაცია და ინტერესი კონკრეტული ბიზნესის მიმართ
- კანდიდატის ხედვა სტარტაპის/ბიზნესის მართვისა და განვითარების შესახებ
- გათვალისწინებული იქნება კანდიდატის გრძელვადიანი მიზნები
- პიროვნული თვისებები და მათ თავსებადობა "Start - Business Solutions"-ის გუნდთან
დაინტერესებულმა პირებმა CV (ჯგუფის შემთხვევაში, ყველა CV ერთად ) და მოკლე წერილი სასურველი ბიზნესის სფეროს შესახებ უნდა გააგზავნონ არაუგვიანეს 2016 წლის 31 ივლისამდე, შემდეგ ელ-ფოსტაზე: s.kobaidze@startbs.com (წერილის სათაურში მითითებული უნდა იყოს სიტყვა "Startup", Subject-ის ველში - ,,კონკურსი მეწარმეობის მსურველთათვის'').
დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.
საკონტაქტო პირი: სოფო კობაიძე
ტელ.: 2 18 38 21.
სიახლეებში დაბრუნება