06-07-201627 მაისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის კვების ინდუსტრიის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის სურსათის ხარისხისა და უვნებლობის სპეციალობის სტუდენტები, პროფ. მზია წულუკიძის ხელმძღვანელობით, კომპანიას "კოკა-კოლა ბოთლერზ ჯორჯია" სტუმრობდნენ.
ტექნიკური უნივერსიტეტის მესამეკურსელი სტუდენტები კომპანიაში დისციპლინის "ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების ხარისხი და უვნებლობა" ფარგლებში იმყოფებოდნენ, სადაც სტუდენტებმა მიიღეს პრაქტიკული გამოცდილება და გაეცნენ წარმოების სრული ციკლისა და ლაბორატორიული ექსპერტიზის მიმდინარეობას.