შტეფან ჰიპს სტუ-ს საპატიო დოქტორის ხარისხი მიენიჭა
30-06-201630 ივნისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, კვების მრეწველობის სფეროში განსაკუთრებული მიღწევების აღსანიშნავად, ტექნიკურ უნივერსიტეტთან პარტნიორული ურთიერთობის დამყარებისა და ქართველი სტუდენტების სამეცნიერო და ტექნიკური მხარდაჭერისთვის, ცნობილ გერმანელ მეწარმესა და ქველმოქმედს, ბატონ შტეფან ჰიპს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხი მიენიჭა.
ამასთანავე, გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც სტუ-ს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის 2-2 სტუდენტი სტაჟირებას გაივლის გერმანიაში.
აღსანიშნავია, რომ შტეფან ჰიპი ბავშვთა კვების მწარმოებელი საოჯახო კომპანიის HIPP ერთ-ერთი აქციონერია.