23-06-2016
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და „National instruments“-ის ერთობლივი სემინარის ორგანიზებისა და წარმატებით ჩატარებისათვის, National instruments ამერიკული კომპანიის ფილიალის ხელმძღვანელობამ ბალტიისპირეთის, რუსეთისა და დსთ-ს ქვეყნებში, მადლობა გამოუცხადა სტუ-ს მიკროპროცესორული და საზომი სისტემების დეპარტამენტის უფროსს, პროფ. ზაალ აზმაიფარაშვილს. პრაქტიკული სემინარი ტექნიკურ უნივერსიტეტში 17-18 მაისს ჩატარდა და მის თემას წარმოადგენდა „National Instruments-ის ჩაშენებული ტექნოლოგიები ეფექტური წარმოების ორგანიზაციისათვის: დამუშავებიდან საბოლოო პროდუქტამდე“.
აღსანიშნავია, რომ ამერიკული კომპანია National Instruments ერთ-ერთ ცნობილ და წარმატებულ კომპანიას წარმოადგენს საზომი ტექნოლოგიებისა და მართვის სფეროში.
ღონისძიების ორგანიზატორებმა გამოთქვეს სურვილი და მიიღეს გადაწყვეტილება, მომავალში რეგულარულად ჩატარდეს მსგავსი ერთობლივი პრაქტიკული ღონისძიებები ტექნიკურ უნივერსიტეტში.
სიახლეებში დაბრუნება