ელექტრონული სწავლების პლატფორმა - E-Platform for Neighborhood
23-06-2016
2016 წლის გაზაფხულიდან ევროპული სამეზობლო პოლიტიკაში ჩართულ ქვეყნებისათვის ხელმისაწვდომია ელექტრონული სწავლების პლატფორმა (E-Platform for Neighborhood), რომელიც სამეზობლო პოლიტიკაში ჩართული ქვეყნების საჯარო მოხელეებს, ადგილობრივი ხელისუფლების, სამეცნიერო წრეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ასევე, ჟურნალისტებსა და სტუდენტებს სთავაზობს მოკლე კურსებს ევროკავშირის პოლიტიკის, ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებისა და ევროკავშირის და სამეზობლო პოლიტიკაში ჩართული ქვეყნების ურთიერთობების თაობაზე.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და პლატფორმის ადმინისტრირებას ახორციელებს ევროპის კოლეჯის ნატოლინის კამპუსი.