მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

18-10-2010
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
 
18 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სტამბულის ფათიჰის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სტუ-ს რექტორმა ა. ფრანგიშვილმა და სტამბულის ფათიჰის უნივერსიტეტის რექტორმა შერიფ ალი თექალანმა.
ამავდროულად, შავი ზღვის უნივერსიტეტის დაფინანსებით  ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა თანამედროვე სტანდარტების მიხედვით აღჭურვილი ენების ცენტრი, რომელიც მსურველთათვის უზრუნველყოფს თურქული ენის შემსწავლელ უფასო კურსებს. მომავალში ცენტრის  საშუალებით შესაძლებელი იქნება სხვა უცხო ენების შესწავლაც.
 

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11