17-06-2016
17 ივნისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა მეხუთე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მსოფლიო და კავკასია“.
კონფერენციის პროგრამით გათვალისწინებული იქნა ისეთი მიმართულებები, როგორიცაა:
- საერთაშორისო ურთიერთობები - აშშ, ნატო, ევროკავშირი, დსთ და სამხრეთ კავკასია;
- რუსეთი მსოფლიოს პოლიტიკურ სივრცეში (ისტორია და თანამედროვეობა);
- მსოფლიო გლობალური პოლიტიკური, ეკონომიკური, სამართლებრივი და სოციალური პროცესები;
- საერთაშორისო და რეგიონალური ტერორიზმი (ისტორია და პრაქტიკა);
- საერთაშორისო და რეგიონალური კონფლიქტები; სოციოლოგია, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, საზოგადოებრივი ურთიერთობები;
- ისტორია, პოლიტიკა, დიპლომატია, კულტურა, რელიგია;
- ხელოვნებათმცოდნეობა, კულტურული მემკვიდრეობა, ფილოლოგიური მეცნიერებები;
- განათლება, კომუნიკაცია, თანამედროვე ტექნოლოგიები, არქიტექტურა, ტექნიკის ისტორია.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის სამუშაო ენები იყო ქართული, ინგლისური, რუსული.
საორგანიზაციო კომიტეტის მიერ კონფერენციისათვის შერჩეული მოხსენებების თეზისები კონფერენციის შრომათა კრებულში გამოქვეყნდება.
სიახლეებში დაბრუნება