ლიტვის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მადლობის დიპლომები სტუ-ს სტუდენტებს
16-06-2016
10 ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორი სტუდენტი: ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი ლორენა შამათავა და სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი მარიამ ჩხვიმიანი დაჯილდოვდნენ ლიტვის განათლებისა და მეცნიერების მინისტრისგან მადლობის დიპლომით. ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს მადლობის დიპლომები გადაეცათ ლიტვური ენის წარმატებით შესწავლისა და ლიტვა-საქართველოს ახალგაზრდობის დაახლოებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისთვის.
სიახლეებში დაბრუნება