პრეზენტაცია - „Elsevier“ მონაცემთა ბაზების შესაძლებლობები
14-06-2016
14 ივნისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ჩატარდა პრეზენტაცია „Elsevier“ კომპანიის შესახებ, სადაც კომპანიის წარმომადგენელმა საქართველოში, ქალბატონმა თამარ გოგუამ დამსწრე საზოგადოებას დეტალურად გააცნო „Elsevier“-ის მიერ შემოთავაზებული Scopus, ScienceDirect და Mendeley მონაცემთა ბაზები და ამ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის შესაძლებლობები.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და ახალგაზრდა მკვლევრები.