მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ვიზიტი

11-10-2007

სტუ-ს ვიზიტით ეწვევიან გრაცის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორი და საქართველოს საპატიო ელჩი ავსტრიაში

14 ოქტომბერს სტუ-ს ესტუმრა გრაცის (ავსტრია) ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ჰანს ზუნკელი და საქართველოს საპატიო ელჩი ავსტრიაში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ბატონი დიტერ აიგნერი. სტუმრებს შეხვედრა ჰქონდათ სტუ-ს რექტორთან პროფ. არჩილ მოწონელიძესთან და უნივერსიტეტის სხვა ოფიციალურ ხელმძღვანელ პირებთან. სტუმრებმა დაათვალიერეს სტუ-ს ლაბორატორიები: ნაგებობების სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტი, სტრუქტურული კვლევის ცენტრი.

ვიზიტის მიზანია ორ უნივერსიტეტს შორის პარტნიორობის საკითხების განხილვა. იგეგმება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და გრაცის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ხელის მოწერა. ვიზიტი 18 ოქტომბრამდე გაგრძელდება.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11