06-06-2016
8 ივნისს, 15:00 სთ., საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში (მის. სტუ-ს I კორპუსი, I სართული, მ. კოსტავას #68) გაიმართება პრაქტიკული სემინარი, რომელიც ეხება „Chemical Abstracts Service“ კომპანიის „SciFinder®“ მონაცემთა ბაზას და ამ ბაზასთან მუშაობას.
პრაქტიკულ სემინარში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს.
აღსანიშნავია, რომ „SciFinder®“ მონაცემთა ბაზა წარმოადგენს ქიმიური ინფორმაციის სრულ და საიმედო წყაროს, რომელიც ინფორმაციის 99 პროცენტს მოიცავს, პატენტების ჩათვლით და SciFinder®-ის ვებ-აპლიკაციის გამოყენებით შეიძლება მოიძებნოს ინფორმაცია არა მარტო ქიმიის, არამედ სათანადო ინფორმაცია ბიოლოგიური, ბიოქიმიური, ფიზიკური ქიმიის, ინჟინერიისა და სხვა მეცნიერებების შესახებ.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ
აქ.
სიახლეებში დაბრუნება