მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

პრეზენტაცია

პრეზენტაცია

15-10-2010
გათბობის სასწავლო ლაბორატორია
 
13 ოქტობერს სტუ-ს სტუმრობდა ცნობილი ავსტრიული კომპანიის „ჰერცი არმატურის“ კიევის ოფისის ტექნიკური სამსახურის წარმომადგენელი ქ-ნ ლიუდმილა იაროცკა და თბილისის ფირმა „მლინესის“ გენერალური მენეჯერი გიორგი კობიძე.
კომპანია „ჰერცი არმატურა“ წარმოადგენს გათბობის და სამილსადენო არმატურის ერთ-ერთ მსხვილ მწარმოებელ კომპანიას, რომლის პროდუქციით სარგებლობს მსოფლიოს 70-დე ქვეყანა და ის უმაღლესი ხარისხითა და ენერგოეფექტურობით გამოირჩევა.
ქ-ნ ლ. იაროცკას მიერ მოწყობილ პრეზენტაციას ესწრებოდნენ სტუ-ს რექტორი, სამეცნიერო დეპარტამენტის უფროსი, ფაკულტეტის დეკანები და თბოაირმარაგებისა და თბოტექნიკის მიმართულების პროფესორები.
ქ-ნმა ლ. იაროცკამ წარმოადგინა გათბობის სასწავლო ლაბორატორიის პროექტი, რომელიც განხორციელდება კომპანია „ჰერცი არმატურის“ ფინანსური დახმარებით.
ლაბორატორიაში სტუდენტები ჩაატარებენ გათბობის სიტემის თბურ და ჰიდრავლიკურ გამოცდებს, აითვისებენ და ისარგებლებენ სპეციალური კომპიუტერული პროგრამებით, შეასრულებენ გათბობის სიტემის კომპიუტერულ პროექტებს.
გათბობის სისტემის სასწავლო ლაბორატორიის მოსაწყობად შერჩეულ იქნა ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის თბოენერგეტიკული დანადგარების  მიმართულების სასწავლო ბაზა – სტუ-ს მე-8 კორპუსის პირველი სართული.

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11