11-10-2010
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
ჰუმანიტარულ-ტექნიკურ ფაკულტეტთან არსებული
“ინვესტიციების მოზიდვისა და მართვის ცენტრი”
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2010 წლის 16 აპრილის დადგენილებისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2010 წლის 7 მაისის #47 სხდომაზე, სტუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს #234 გადაწყვეტილების საფუძველზე, ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტის ბაზაზე შეიქმნა საფაკულტეტო სტრუქტურული ერთეული –“ინვესტიციების მოზიდვისა და მართვის ცენტრი”. ცენტრი წარმოადგენს თვითდაფინანსებაზე მყოფ დამოუკიდებელ სამეცნიერო-სასწავლო ერთეულს.
ცენტრის საქმიანობის მიზნები და ძირითადი მიმართულებებია:
· საქართველოში არსებული ინვესტიციების ანალიზი და საინვესტიციო პროექტების მახასიათებლების კვლევა;
· სამეცნიერო კვლევები საინვესტიციო პრიორიტეტების დადგენის მეთოდებისა და საინვესტიციო პროექტებში ეკონომიკური ეფექტიანობის ოპტიმიზაციის მიმართულებებით;
· სამეცნიერო კვლევების მიმართულებით სასწავლო პროგრამების შემუშავება;
· სხვადასხვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების პროგრამებსა და ტენდერებში მონაწილეობა, ინვესტიციების მოზიდვა, პროექტებისა და სერვის-კონტრაქტების განხორციელება;
· ყველა ის საქმიანობა, რაც დაშვებულია და არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით.
ცენტრის მისამართია: ქ. თბილისი, კოსტავას ქ. 77, სტუ-ს VI კოპრუსი, სართული 9, ოთახი 911ა.
საკონტაქტო პირი: ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ბესარიონ ფარცვანია, ტელ.: 899 503330, მის.: ქ. თბილისი, კოსტავას ქ. 77, სტუ-ს VI კორპუსი, სართული 8, ოთახი 807.
სიახლეებში დაბრუნება