27-05-2016
23 მაისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჟიული შარტავას სახელობის სახელმწიფო პოლიტიკის და მართვის სადოქტორო სკოლის წარჩინებული, საზოგადოებრივად აქტიური სტუდენტები და დოქტორანტები ახალგაზრდა პოლიტიკოსებისა და საჯარო მოხელეების მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი სასწავლო პროგრამის - „სახელმწიფო პოლიტიკისა და მართვის საფუძვლები“ - ფარგლებში ეწვივნენ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეს. ღონისძიება ითვალისწინებდა გაცნობითი ხასიათის ექსკურსიას, შეხვედრას პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან.
პრეზიდენტის სასახლეში სტუმრობა ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საინტერესო და პროდუქტიული აღმოჩნდა. ორსაათიანი შეხვედრის განმავლობაში სტუდენტები გაეცნენ საჯარო სამსახურის, კერძოდ, პრეზიდენტის აპარატის მუშაობის პრინციპებს, დაათვალიერეს პრეზიდენტის სასახლე, მისი სამუშაო გარემო, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის დარბაზი, სადაც საქართველოს პრეზიდენტი მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებს.
სიახლეებში დაბრუნება