მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

მემორანდუმი

მემორანდუმი

29-09-2010
ცესკოსა და უმაღლეს სასწავლებლებს შორის მემორანდუმი გაფორმდა
 
28 სექტემბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრისა და საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, მათ შორის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
მემორანდუმის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებასა და თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე იურისტების მომზადებას საარჩევნო სამართლის დარგში.
მემორანდუმის ფარგლებში სასწავლო პროგრამას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში განახორციელებენ ცენტრის წარმომადგენლები. სასწავლო კურსი გათვალისწინებულია მე-3 და მე-4 კურსის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის. წარჩინებული სტუდენტები სტაჟირებას გაივლიან საარჩევნო ადმინისტრაციაში. აღნიშნული სასწავლო პროგრამა ტექნიკურ უნივერსიტეტში 2011 წლისთვის დაიწყება.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების სამინისტროს, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11