სემინარი "National Instruments-ის ჩაშენებული ტექნოლოგიები ეფექტური წარმოების ორგანიზაციისათვის: დამუშავებიდან საბოლოო პროდუქტამდე"
16-05-2016
17-18 მაისს, 10:00 სთ., საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გ. ნიკოლაძის სახელობის სააქტო დარბაზში ჩატარდება სემინარი "National Instruments-ის ჩაშენებული ტექნოლოგიები ეფექტური წარმოების ორგანიზაციისათვის: დამუშავებიდან საბოლოო პროდუქტამდე".
სემინარის ორგანიზატორია სტუ-ს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მიკროპროცესორული და საზომი სისტემების დეპარტამენტი და საზომი ტექნოლოგიების და მართვის სფეროში ერთ-ერთი ცნობილი ამერიკული ფირმა National Instruments.