27 აპრილს, 15:00 სთ., საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნ. ნიკოლაძის სახელობის სააქტო დარბაზში გაიმართება პრეზენტაცია „SciFinder“-შესავალი“, სადაც უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები გაეცნობიან ცნობილი საერთაშორისო კომპანიის „Chemical Abstracts Service“ მონაცემთა ბაზას „SciFinder®“.
აღნიშნული მონაცემთა ბაზა წარმოადგენს ქიმიური ინფორმაციის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სრულ და საიმედო წყაროს, პატენტების ჩათვლით და ის ქიმიის მიმართულებით ინფორმაციის 99% მოიცავს.
საგულისხმოა, რომ SciFinder® ვებაპლიკაციის გამოყენებით შესაძლებელია მოიძებნოს სასურველი ინფორმაცია არა მარტო ქიმიური, ბიოლოგიური, ბიოქიმიური, ქიმიური ფიზიკის, მეტალურგიის, ფარმაციის, ინჟინერიისა და სხვა მეცნიერებების შესახებ.