21-04-2016
11-15 ივნისს ნიტრას კონსტანტინე ფილოსოფოსის უნივერსიტეტში (სლოვაკეთი) გაიმართება საერთაშორისო სიმპოზიუმი „ჩაშენებული სისტემები და ახალი მიმართულებები ინჟინერიის სწავლებაში“, სადაც მონაწილეობას მიიღებენ და მოხსენებებით გამოვლენ სტუ-ს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორები.
სიმპოზიუმის ძირითადი თემებია:
- ჩაშენებული სისტემები და მათი გამოყენება
- ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სწავლება
- დაშორებული და ვირტუალური ლაბორატორიები
- საერთაშორისო პროექტების მართვა
ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები სიმპოზიუმზე წარადგენენ სტუ-ში მიმდინარე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული DESIRE პროექტის (TEMPUS პროგრამის პროექტი) განხორციელებით მიღწეულ შედეგებს.
ელ. ფოსტა:
სიახლეებში დაბრუნება