მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტიპენდია

სტიპენდია

17-09-2010
ილია აბულაძის სახელობის სტიპენდია
 
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი აწესებს დიდი ქართველი მეცნიერის ილია აბულაძის სახელობის სტიპენდიას მაღალი აკადემიური მოსწრების ჰუმანიტარული მიმართულების ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.
სტიპენდია კონკურსის წესით გაიცემა 1 სტუდენტზე თვეში ერთხელ 1 სემესტრის განმავლობაში. სტიპენდიის ოდენობა შეადგენს თვეში 100 (ასი) ლარს.
სტიპენდიის მიღების მსურველებმა 2010 წლის 15 სექტემბრიდან 11 ოქტომბრის ჩათვლით (ყოველ დღე, შაბათ-კვირის გარდა) 18 საათამდე ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში უნდა წარმოადგინონ:
1.      განცხადება ცენტრის დირექტორის სახელზე (ფორმა მიეწოდება კონკურსანტს ადგილზე);
2.      პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
3.      კალენდარული ავტობიოგრაფია (CV);
4.      აკადემიური მოსწრების ამსახველი დოკუმენტი, დამოწმებული დეკანატის მიერ;
5.      ორი პედაგოგის (ერთი სასურველია – სამეცნიერო ხელმძღვანელის) რეკომენდაცია, მათი საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით (სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი);  
6.      სამეცნიერო პუბლიკაციების ჩამონათვალი (არსებობის შემთხვევაში);
7.      სამეცნიერო კონფერენციებში და პროექტებში მონაწილეობის ჩამონათვალი;  
8.      ერთ-ერთი მოხსენება/სტატია/ნაშრომი, რომელიც განმცხადებლის აზრით უკეთესად წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს/კვლევის უნარს;  
9.      ესსე ილია აბულაძის შესახებ (არაუმეტეს 2 ნაბეჭდი გვერდისა).
 
გამოფენისა და  განათლების დეპარტამენტი
საკონტაქტო პირები:
ნესტან ბაგაური
ტელ.: 893 25 12 34
E-mail: nestan.bagauri@manuscript.ac.ge
შორენა მურუსიძე
ტელ.: 893 90 13 48
E-mail: sh.murusidze@manuscript.ac.ge

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11