21-04-2016
ჩინეთის ჩჟზეციანის სამეცნიერო-ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (Zhejiang Sci-Tech University – ZSTU) აცხადებს ჩინეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამების კონკურსს მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის:
ZSTU პრეზიდენტის სასტიპენდიო პროგრამა მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის:
სასტიპენდიო პროგრამით გათვალისწინებულია
• სწავლის და სარეგისტრაციო გადასახადი
• კამპუსის საერთო საცხოვრებელში განთავსება (წყლისა და დენის გადასახადი გათვალისწინებული არ არის)
ა) ორადგილიანი ოთახი მაგისტრანტებისთვის
ბ) ერთ ადგილიანი ოთახი დოქტორანტებისთვის
• სტიპენდია:
ა) მაგისტრანტებისთვის - 1,700 ჩინური იუანი თვეში
ბ) დოქტორანტებისთვის - 2,000 ჩინური იუანი თვეში
ZSTU პრეზიდენტის სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობისათვის განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 31.05.16
ZSTU პრეზიდენტის სასტიპენდიო პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.
ჩჟზეციანის პროვინციის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობისათვის განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 31.05.16.
პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.
ZSTU სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობისათვის განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 31.05.16
პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.
სიახლეებში დაბრუნება