19-04-2016
სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
პროფესორთა საერთო (გაფართეობული) კრების
რეზოლუცია
ქ. თბილისი 2016 წელი
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სტუ-ს პროფესორთა საერთო (გაფართეობული) კრება ადგენს:
1. უნივერსიტეტის პროფესურა ცალსახად ემიჯნება აქციის მონაწილეთა მოთხოვნებს, რომლებიც იმთავითვე მოკლებული იყო აკადემიურობის ფუნდამენტურ პრინციპებს და გმობს აქციის მონაწილეთა მხრიდან უნივერსიტეტის რეპუტაციის შელახვის ფაქტებს.
2. კოლეგიალურად მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს შეწყვიტონ შიმშილობის აქცია, რათა საფრთხე არ შეექმნას მათ ჯანმრთელობას და ამავდროულად უნივერსიტეტმა შეძლოს შეუფერხებლად, ჩვეულ აკადემიურ გარემოში საქმიანობა.
3. ეცნობოს აქციის მონაწილეებს, რომ ყველა შესაძლო ნეგატიური პრეცედენტის შემთხვევაში მორალური პასუხისმგებლობა ეკისრება მათ.
4. აქციის მონაწილეთა მხრიდან მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით არაერთი შეურაცხმყოფელი განცხადების გამო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ისარგებლოს საქმიანი რეპუტაციის, პატივისა და ღირსების შელახვის გამო სასამართლოსთვის მიმართვის უფლებით.
5. მოვუწოდებთ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას პროფესორების გოდერძი ტყეშელაშვილის, ნოდარ უღრელიძის და ზაალ მიქაძის მხრიდან უნივერსიტეტის რეპუტაციის და პროფესურის პატივისა და ღირსების შემლახველი არაერთგზის საჯარო განცხადების გათვალისწინებით, უნივერსიტეტის შინაგანაწესისა და ეთიკის კოდექსის ფარგლებში, განიხილოს მათთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელების მიზანშეწონილობის საკითხი.
სიახლეებში დაბრუნება