ცნობილი გერმანული ორგანიზაცია „საერთაშორისო სუპერკომპიუტინგის საკონფერენციო ჯგუფი“ - "ISC Group" (International Supercomputing Conference Group) ყოველწლიურად ატარებს საერთაშორისო კონფერენციებს სუპერკომპიუტინგის (მაღალი წარმადობის კომპიუტერების) მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოც. პროფ. მიხეილ ქანთარია სრულფასოვანი კონტრაქტით მიწვეული იქნა ISC Group-ის მიერ, როგორც ორგანიზაციის IT ადმინისტრატორი და კოორდინატორი, და მას დაევალა წლევანდელი სუპერკომპიუტინგის საერთაშორისო კონფერენციის IT ინფრასტრუქტურის დაგეგმარება და მისი ტექნიკური ჯგუფების ხელმძღვანელობა.
წელს სუპერკომპიუტინგის საერთაშორისო კონფერენცია 19-24 ივნისის გაიმართება ქალაქ ფრანკფურტში და მასში მონაწილეობას მიიღებენ ისეთი საყოველთაოდ აღიარებული კომპანიები, როგორებიცაა: Intel, IBM, Dell, Samsung, Fujitsu, HP, Bull, Huawei, NVIDIA, Seagate, Oracle, Mellanox და სხვ.
დამატებითი ინფორმაცია "ISC Group" კომპანიისა და კონფერენციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ოფიციალურ ვებგვერდზე.