6 სექტემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა ურბანული ინფრასტრუქტურის II საერთაშორისო კონფერენცია “საავტომობილო გზები და მიწისქვეშა კომუნიკაციები”.
კონფერენციის ორგანიზატორია თბილისის მერია, თანაორგანიზატორები: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, შპს „ლაბორატორია“.
კონფერენციაზე განიხილავენ გზების მშენებლობასთან და მიწისქვეშა კომუნიკაციებთან დაკავშირებულ საკითხებს.
საერთაშორისო კონფერენცია 3 დღეს გასტანს და 8 სექტემბერს დასრულდება.