მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ხარების დღესასწაულზე ჩხავერი ლაზურ მიწაზე ბრუნდება

ხარების დღესასწაულზე ჩხავერი ლაზურ მიწაზე ბრუნდება

06-04-2016

7 აპრილს, ხარების დღესასწაულზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მრავალწლოვანი კულტურების კვლევისა და სარგავი მასალების წარმოების დეპარტამენტის ჯიღაურას ბაზაზე გამოყვანილი ვაზის ნერგები თურქეთის ხუთ ლაზურ ქალაქში გაშენდება.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საპატრიარქოსთან არსებული მევენახეობა-მეღვინეობის ეროვნული სამეცნიერო ცენტრის ერთ-ერთი თანადამფუძნებელია. ცენტრის საქმიანობა მიზნად ისახავს ქართული მევენახეობა-მეღვინეობის აღორძინებასა და მის პოპულარიზაციას. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე გამოყვანილი ვაზის ნერგები აკურთხა, რომელსაც ქართული დელეგაცია (დელეგაციაში გაერთიანებულია საქართველოს რამოდენიმე უწყების წარმომადგენელი) თურქულ მხარესთან ერთად დარგავს ლაზეთის რამოდენიმე სოფელში.

ადგილობრივი ენდემური ვაზის ჯიშების ლაზურ ქალაქებში გაშენების გარდა, ღონისძიების ფარგლებში, ასევე, შედგება მოლაპარაკება ქ. ფოთისა და ქ. ფაზარის მერებს შორის აღნიშნული ქალაქების დაძმობილების შესახებ. ფაზარში მხარეები ერთობლივად გააშენებენ ადგილობრივი უნიკალური ვაზის ჯიშებს.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11