01-09-2010
ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა !
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში
2010-2011 სასწავლო წელს სწავლა დაიწყება
20 სექტემბერს
პირველკურსელთა საყურადღებოდ!
ბაკალავრიატის, პროფესიული უმაღლესი განათლებისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების პირველი წლის სტუდენტებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ შესაბამის ფაკულტეტებზე 2010 წლის 1 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით.
რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
- ატესტატი (დედანი და ასლი);
- პირადობის მოწმობა (დედანი და ასლი);
- დაბადების მოწმობა (ასლი);
- ორი ფერადი ფოტოსურათი 3×4 და მისი ელექტრონული ვერსია (CD);
- ვაჟმა – სამხედრო მიწერის მოწმობა (ასლი).
აბიტურიენტის ჩარიცხვა არ განხორციელდება, თუ ის არ გაივლის რეგისტრაციას მითითებულ ვადაში.
სიახლეებში დაბრუნება