განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის დირექტრის
ბრძანების შესაბამისად, გამოცხადდა 2010 წლის
ზაფხულის მობილობის (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის) ვადები:
2010 წლის 10 - 30 ივნისი -უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ვაკანტური ადგილების რეგისტრაციის ვადა;
2010 წლის 1 - 30 ივლისი -
სტუდენტთა ელექტრონული განაცხადების განათლებისაკრედიტაციის ეროვნული
ცენტრის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა;
2010 წლის 2 - 20 აგვისტო - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამართლებრივი აქტების პროექტთა განათლების
აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში წარმოდგენის ვადა.
მობილობის მსურველი სტუდენტების საყურადღებოდ!
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სწავლების ყველა საფეხურზე (ბაკალავრიატი/პროფესიული უმაღლესი, მაგისტრატურა, დოქტურანტურა) 2010-2011 სასწავლო წლის პირველ სემესტრში მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის შემდეგ, განცხადებებისა და საჭირო თანდართული დოკუმენტაციის მიღება წარმოებს 2010 წლის 5 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით ყოველდღე 1000 საათიდან 1600 საათამდე, შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გარდა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, მესამე სართული, ოთახი 350 (თბილისი, მ. კოსტავას 77).