მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

შეხვედრა საფრანგეთის საელჩოსა და მენის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან

შეხვედრა საფრანგეთის საელჩოსა და მენის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან

25-03-2016
24 მარტს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სტუმრობდნენ საქართველოში საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენელი, ატაშე საუნივერსიტეტო და სამეცნიერო თანამშრომლობის საკითხებში კოლა კაბრიელი (საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი) და მენის უნივერსიტეტის (Université du Maine) სამეცნიერო ფაკულტეტის საპატიო დეკანი, პროფ. მიშელ პეზერილი (ლე-მანი, საფრანგეთი).

ფრანგ სტუმრებს შეხვდნენ ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და პროფესორ-მასწავლებლები. საქმიან შეხვედრაზე განხილული იქნა სტუ-სა და მენის უნივერსიტეტს შორის მომავალი თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების პერსპექტივები.

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11