იწყება სტუდენტთა შიდა მობილობის პროცესი
საქართველოს ტექნიკურ უნივერსტეტში იწყება სტუდენტთა ფაკულტეტიდან ფაკულტეტზე და ფაკულტეტის ფარგლებში საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის ან გადაყვანის პროცესი.
შიდა მობილობის მსურველთა განცხადებების და საჭირო დოკუმენტაციის მიღება (პირადობის მოწმობის ასლი და ნიშნების ფურცელი) იწარმოებს 2010 წლის 26 ივლისიდან 3 სექტემბრის ჩათვლით.
დოკუმენტაციის მიღება მოხდება ყოველდღე 10 სთ–დან 17 სთ–მდე (შესვენება 13.00 – 13.30 სთ), შაბათ–კვირისა და უქმე დღეების გარდა,
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, მესამე სართული, ოთახი 350 (თბილისი, მ. კოსტავას 77)
საჭირო დოკუმნეტაცია : პირადობის მოწმობის ასლი, ნიშნების ფურცელი