25 მარტს, 19:00 სთ, ეკოჰაბში გაიმართება შეხვედრა "მწვანე ჩაი მინისტრთან ერთად", სადაც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი განიხილავს აქტუალურ გარემოსდაცვით თემებს.
„მწვანე ჩაი მინისტრთან ერთად“ - წარმოადგენს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ახალ ინიციატივას. რომელიც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრთან პერიოდული შეხვედრების გამართვას ითვალისწინებს.