8 ივლისს, საგამოფენო დარბაზ „უნივერსში“, გაიხსნა ჩეხი და ქართველი სტუდენტების მიერ შესრულებული ნამუშევრების გამოფენა, რომელიც სტუ-სა და პრაღის ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტების ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტის შესრულების მიმდინარეობას ასახავს.
გასული სემესტრის განმავლობაში ქართველმა და ჩეხმა სტუდენტებმა თავიანთი ქვეყნების დედაქალაქების ურბანული და არქიტექტურული განვითარების პრობლემებზე იმუშავეს და შრომის შედეგები საზოგადოებას წარუდგინეს.
აღნიშნული გამოფენისთვის პრაღიდან ჩამოფრინდნენ საუკეთესო ნამუშევრების ავტორი ჩეხი სტუდენტები, ხოლო სექტემბერში დაგეგმილია საუკეთესო ნამუშევრების ქართველი ავტორების პრაღის არქიტექტურულ სკოლაში მივლინება და შესაბამისი კატალოგის გამოცემა.