Erasmus+ გაცვლითი პროგრამა აფიონის კოჯატეპეს უნივერსიტეტში
29-02-2016
აფიონის კოჯატეპეს უნივერსიტეტი (თურქეთი) აცხადებს მობილობას სტუ-ს აკადემიური პერსონალისა და ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის, Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში.
აკადემიური პერსონალისთვის:
სასწავლო კურსი:
კვების ტექნოლოგია
ეკონომიკა
მანქანათმშენებლობა
სამშენებლო
მათემატიკა
გეოლოგია
მასალათმცოდნეობა
საჯარო მმართველობა
ბიზნესის ადმინისტრირება
კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ CV და სამუშაო გეგმა ინგლისურ ენაზე, ასევე, ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (B2 დონე).
სტუდენტებისთვის:
აფიონის კოჯატეპეს უნივერსიტეტში მობილობით სწავლის გაგრძელება შეუძლია ბაკალავრიატის სტუდენტს ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობით.
კანდიდატებს მოეთხოვებათ ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე).
გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით კონსულტაციები და საშემოდგომო სემესტრისთვის განაცხადების მიღება სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურში (სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი, II სართ., ოთახები #221, #223, #225) იწარმოებს მიმდინარე წლის 1-ლი მარტიდან 6 მაისის ჩათვლით.