05-07-2010
სსტც-ის აღმასრულებელ დირექტორს ადრიაან ვან დერ მეერს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა
5 ივლისს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებისათვის ინოვაციური სამეცნიერო კვლევებისა და საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის (სსტც) მიერ საქართველოში წლების მანძილზე გაწეული შრომის აღიარების მიზნით, სტუ-ს აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით სსტც-ის აღმასრულებელ დირექტორს ადრიაან ვან დერ მეერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.
აკადემიური საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე სტუ-ს რექტორმა, პროფ. არჩილ ფრანგიშვილმა ვან დერ მეერს სსტც-სა და ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის განვითარებაში ნაყოფიერი წვლილის შეტანისათვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის დიპლომი და მედალი გადასცა.
სიახლეებში დაბრუნება