23-02-2016
კატარის ფონდის პროგრამა WISE (The World Innovation Summit for Education) Learners Voice Program 2016/2017 (კატარი) იწვევს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განათლების საკითხებით დაინტერესებულ 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს.
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 31.03.2016
მონაწილეთა არჩევის კრიტერიუმები
• ასაკი და სტატუსი: მონაწილეობა შეუძლიათ კანდიდატებს 18 -დან 25 წლამდე. ყველა განმცხადებლები უნდა ითვლებოდნენსრულწლოვანადსაკუთარ ქვეყანაში.
• აუცილებელია მონაწილეობა პროგრამის ღონისძიებაში, რომელიც 2016 წლის ნოემბერ-დეკემბერში გაიმართება დოჰაში (კატარი)
• ღონისძიებამდე მონაწილეები უნდა ჩაერთონ ონლაინ დისკუსიაში „WISE” ჯგუფთან ერთად
• აუცილებელია მონაწილეობა ორ სავალდებულო სესიაში, რომელიც ჩატარდება 2017 წლის 2 იანვრიდან 13 იანვრამდე დოჰაში (კატარი) და 2017 წლის 28 მაისიდან 10 ივნისამდე მადრიდში (ესპანეთი)
• სესიებში დასწრება და მონაწილეობა სავალდებულოა და აპლიკაციის შევსებით დასტურდება, რომ აპლიკანტი ეთანხმება ზემოთ ხსენებულ პირობებს.
• მუდმივი ჩართულობა და მონაწილეობა: მთელი წლის განმავლობაში აუცილებელია პროგრამაში ჩართულობა, მათ შორის ინტერნეტ საიტს და ჯგუფურ საქმიანობას.
• მონაწილის ვადიანი პასპორტი მოქმედი უნდა იყოს 2016 წლის 1 ნოემბრიდან 18 თვის განმავლობაში
• აკადემიური და პროფესიული მიღწევები: ყველა მონაწილემ უნდა წარმოადგინოს შესაბამისი აკადემიური და/ან პროფესიული მიღწევები და გამოცდილებები
• პროფესიონალური და უფრო ფართო ინტერესები: მონაწილემ უნდა წარმოაჩინოს თავისი დაინტერესება და/ან ჩართულობა სასწავლო და სვა გლობალური განვითარების საკითხებთან დაკავშირებით
• არაიურიდიული ხასიათის ვალდებულებები: მონაწილე აქტიურად უნდა იყოს ჩართული სოციალურ ქსელებში ან საზოგადოებბრივ გაერთიანებებში, რომელიც უკავშირდება სწვალებას და/ან პროფესიულ ინტერესებს
• ხასიათი: მონაწილე უნდა იყოს კომუნიკაბელური და ქონდეს უნარი, იმუშაოს მულტიკულტურულ და მულტინაციონალურ ჯგუფებში
• კომუნიკაციის უნარი: მონაწილეს უნდა ფლობდეს კარგი გადმოცემის და მოსმენის უნარს
• ენის ცოდნა: მონაწილე უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას (სალაპარაკო და წერითი)
სიახლეებში დაბრუნება