მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ხელშეკრულების მემორანდუმი

ხელშეკრულების მემორანდუმი

16-10-2007

ხელშეკრულების მემორანდუმი

17 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და გრაცის (ავსტრია) ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი დაიდო. ხელშეკრულების მემორანდუმს ხელი მოაწერეს გრაცის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფ. ჰანს ზუნკელმა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა პროფ. არჩილ მოწონელიძემ.
აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს უნივერსიტეტებს შორის სამეცნიერო კვლევებისა და განათლების საკითხებში აკადემიური თანამშრომლობის გაღმავებას; აკადემიური პერსონალის, მეცნიერთანამშრომლებისა და ტექნიკური სპეციალისტების, ასევე, სტუდენტების მოკლე და გრძელვადიანი გაცვლითი პროგრამების შემუშავებას; საერთო სამეცნიერო პროექტების დაგეგმვასა და მათი განხორციელებისათვის ოფიციალური დაფინანსების წყაროების მოძიებას.
მოცემული მემორანდუმის ვადაა 5 წელი ერთობლივი ხელის მოწერის დღიდან და შემდგომ იგი კვლავ განახლდება ასევე 5 წლის განმავლობაში სანამ შეზღუდვა არ წამოვა ერთი მხრიდან.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11