15-02-2016
საკონფერენციო გრანტების კონკურსი
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს 2016 წლის საკონფერენციო გრანტების კონკურსს. საკონფერენციო გრანტების კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში საერთაშორისო და რეგიონული სამეცნიერო კონფერენციების, კონგრესების, ფორუმების, სიმპოზიუმებისა და სემინარების ჩატარებას, ინფორმაციის გაცვლასა და გამოცდილების გაზიარებას, სამეცნიერო კვლევების განვითარებას, ქართველ მეცნიერთა შრომების პოპულარიზაციას საერთაშორისო ჟურნალებსა და სამეცნიერო კრებულებში, მსოფლიო პროცესებში მეცნიერთა ინტეგრირებას.
კონკურსის ფარგლებში დასაფინანსებელი კონფერენციის ჩატარება გათვალისწინებული უნდა იყოს 2016 წლის 10 აპრილიდან 2017 წლის 10 აპრილამდე.
ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 40 000 ლარს.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განმცხადებელმა საკონკურსო დოკუმენტაცია უნდა გააგზავნოს ელ.ფოსტაზე: cg@rustaveli org.ge, 2016 წლის 2 მარტის 16:00 სთ-მდე.
2016 წლის საკონფერენციო გრანტების კონკურსში მონაწილეობის შესახებ ამობეჭდილი და ხელმოწერილი „განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ“ ფონდის კანცელარიაში (ალექსიძის ქ. 1, მე-3 სართული) წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 2016 წლის 4 მარტის 16:00 საათისა.
სიახლეებში დაბრუნება