15-02-2016
მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი“
შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი“ გამოაცხადა. კონკურსის მიზანია ზოგადსაგანმანათლებო დაწესებულებებში მიმდინარე რეფორმების ხელშეწყობა; სასწავლო პროცესის სტიმულირება-სრულყოფა, სწავლისადმი ინტერესის გაღვივება; ინოვაციებისა და ტექნიკის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება; შემოქმედებითი აზროვნებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია პირს, რომელიც არის საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სახელმწიფო და კერძო სკოლების) VII-XII კლასის მოსწავლე.
“ინტელის” საერთაშორისო სამეცნიერო და საინჟინრო კონკურსში (Intel ISEF) მონაწილეობის მიღება შეუძლია მოსწავლე გამომგონებელთა ,,ლეონარდო და ვინჩის“ 2016 წლის კონკურსში გამარჯვებულ მხოლოდ IX-XII კლასის მოსწავლეებს.
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
კონკურსის პირველ ეტაპზე, საგანაცხადო ფორმა და კვლევის გეგმა/პირველადი იდეა (ატვირთული PDF ფაილის სახით) (დასკანირებული ხელმოწერებით) კონკურსის მონაწილემ უნდა გამოაგზავნოს შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: leo@rustaveli.org.ge .
საკონკურსო კომისია წარდგენილ საგანაცხადო ფორმას და კვლევის გეგმას/პირველად იდეას განიხილავს პირველი ეტაპის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით)და განსაზღვრავს კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ პროექტებს.
კონკურსის მეორე ეტაპზე, განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ, პროექტის აღწერილობისა და საილუსტრაციო მაკეტის/მოდელის ან/და ნახაზის შემცველი ელექტრონული ფაილები (ფოტოები). (დასაშვებია ნახაზების დასკანერებული ვარიანტის ატვირთვა); ხელმძღვანელის და შესაბამისი დარგის მეცნიერის ან ზედამხედველის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პროფესიული ბიოგრაფიები (ატვირთული PDF ფაილის სახით) კონკურსის მონაწილემ უნდა გამოაგზავნოს ელ. ფოსტის მისამართზე: leo@rustaveli.org.ge.
კონკურსის ადმინისტრირების განრიგი:
14/04/2016 16:00 სთ კონკურსის პირველ ეტაპზე, საგანაცხადო ფორმისა და კვლევის გეგმა/პირველდი იდეის გამოგზავნის ბოლო ვადა;
18/04/2016 16:00 სთ - საგანაცხადო ფორმის კანცელარიაში შემოტანის ბოლო ვადა;
6/05/2016 - პერველი ეტაპის შედეგების გამოცხადება;
19/09/2016 16:00 სთ - კონკურსის მეორე ეტაპზე, განაცხადის კონკურსში მონაწილეობის შესახებ, პროექტის აღწერილობის, ხელმძღვანელის და შესაბამისი დარგის მეცნიერის ან ზედამხედველის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პროფესიული ბიოგრაფიები და საილუსტრაციო მაკეტის/მოდელის/ნახაზის შემცველი ელექტრონული ფაილების გამოგზავნის ბოლო ვადა;
22/09/2016 16:00 სთ განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ და საილუსტრაციო ნახაზი/მოდელი/მაკეტი რაიონულ რესურს ცენტრში, ან ფონდის კანცელარიაში რეგისტრაციის ბოლო ვადა;
10.2016-საკონკურსო კომისიის მიერ ფინალისტების შერჩევა;
11.2016-საკონკურსო კომისიის მიერ გამარჯვებულის გამოვლენა.
სიახლეებში დაბრუნება