მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

"მცირე პროზა"

"მცირე პროზა"

11-02-2016
ლიტერატურული კონკურსი სტუდენტებისთვის 
"მცირე პროზა"

ქ. თბილისის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი და თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი აცხადებს რიგით მეცხრე ლიტერატურულ კონკურსს სტუდენტებისთვის "მცირე პროზა".

კონკურსის პირობები: კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს ბოლო პერიოდის, ლიტერატურულ პერიოდიკაში გამოუქვეყნებელი პროზაული ნაწარმოები (მოთხრობა, ნოველა, ესსე, ჩანახატი) ან პუბლიკაციები (არ იგულისხმება ინტერნეტის ლიტერატურულ გვერდებზე განთავსება), კერძოდ: 1 ან 2 ნაწარმოები თაბახის ფორმატით A4. თითოეული არა უმეტეს 8-10 ნაბეჭდი გვერდისა 4 ეგზემპლარად, აგრეთვე შესაბამისი ელექტრონული ვერსია.

კონკურსის ჩატარების ხანგრძლიობა: 2016 წლის 10 თებერვლიდან 16 ივნისის ჩათვლით. 

16 ივნისს მოხდება კონკურსში გამოვლენილ გამარჯვებულთა დაჯილდოება ოტია იოსელიანის სახელობის I, II, III ფულადი პრემიით, სხვადასხვა დასახელების ნომინაციით, სიგელითა და სამახსოვრო საჩუქრებით.

გამარჯვებული ნაწარმოებები დაიბეჭდება ლიტერატურულ ჟურნალ "ანეულში" და "ლიტერატურულ საქართელოში". 

საკონკურსო ნაწარმოებები უნდა გადაიგზავნოს ელექტრონულ ფოსტაზე: n.baratashvili_museum@yahoo.com  და ჩაბარებულ იქნას 4 ეგზემპლარად თბილისის ნ. ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში, 2016 წლის 10 ივნისამდე. 
მის: ჩახრუხაძის ქ.#17, ტელ: 2990699, 893148125.

ნაწარმოებები მიიღება კვირა-ორშაბათის გარდა, 12:00 - 17:00 სთ.

კონკურსის მონაწილემ ნაწარმოებებთან ერთად უნდა წარმოადგინოს სტუდენტის ბილეთი ან სტუდენტობის დამადასტურებელი სხვა საბუთი და საკონტაქტო მონაცემები: სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონი; უმაღლესი სასწავლებლის დასახელება, ფაკულტეტი, კურსი.
კონკურსანტმა, სასურველია, განაცხადოს სხვა ჰობის შესახებ (მუსიკაში,მხატვრობაში...), რათა დაჯილდოების დღეს მათი მონაწილეობით ჩატარდეს კონცერტი, გამოფენა, მხატვრული კითხვა.

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11