მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ინტერნაციონალური საპარლამენტო სტიპენდია

ინტერნაციონალური საპარლამენტო სტიპენდია

10-06-2010
ინტერნაციონალური საპარლამენტო სტიპენდია (IPS)
 
 
გერმანიის ბუნდესტაგი ბერლინის დამოუკიდებელ უნივერსიტეტთან, ბერლინის ჰუმბოლდტისა და ბერლინის ტექნიკურ უნივერსიტეტებთან ერთად გიწვევთ ინტერნაციონალური საპარლამენტო სტიპენდიის ხარჯზე (IPS) ხუთი თვით ბერლინში.
      IPS გათვლილია მაღალი კვალიფიკაციის მქონე და პოლიტიკურად დაინტერესებულ ახალგაზრდებზე, რომლებსაც სურვილი აქვთ, აქტიურად და პასუხისმგებლობით ჩაებან თავიანთი ქვეყნის დემოკრატიული მომავლის მშენებლობაში.
   გერმანიის ბუნდესტაგი და გერმანიის პარლამენტი, ბუნდესტაგის  ერთ-ერთ წევრთან 15-კვირიანი დასაქმების პერიოდში, ახალგაზრდებს გააცნობს გერმანიის საპარლამენტო სისტემას და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესებს. ისინი ასევე დააგროვებენ საპარლამენტო საქმიანობის პრაქტიკულ გამოცდილებას. მონაწილეებს საშუალება მიეცემათ გაეცნონ სხვადასხვა პოლიტიკური ფონდების საქმიანობას (Friedrich-Ebert-Stiftung, Konrad-Adenauer- Stuftung, Hans-Seidel Stiftung, Rosa-Luxenburg Stiftung და სხვ.) და აქტიურად ჩაებან არაერთი პროექტის შემუშავება-განხორციელებაში (www.bundestag.de/ips).
 
სტიპენდიატებს ამოარჩევს გერმანიის ბუნდესტაგის დამოუკიდებელი კომისია.
 
წინაპირობა:
 
-          საქართველოს მოქალაქეობა,
-          უმაღლესი სასწავლებლის ბაკალავრის დიპლომი,
-          გერმანული ენის კარგი ცოდნა,
-          30 წლამდე ასაკი (სასტიპენდიო პროგრამის დასაწყისში),
-          სტიპენდია 450 ევრო თვეში,
-          მიწვეული სტიპენდიატები უზრუნველყოფილი იქნებიან უფასო საცხოვრებელი ადგილითა და სადაზღვევო და სამგზავრო გადასახადით.
 
 
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა – 2010 წლის 30 ივნისი.  
 
 
საკონსულტაციო საათები:   ორშაბათი-პარასკევი – 14.00 -17.00,
                                                                ადმინისტრაციული კორპუსი, მე-2 სართული,
                                                                საგრანტო და საპროექტო ჯგუფის  
                                                                მენეჯერი ლაშა ხვედელიძე
 

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11