საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2015/2016 სასწავლო წელს მეორე სემესტრიდან დოქტორანტურაში მიღების შესახებ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2016 წლის 2 თებერვლის №1905 და სტუ-ს რექტორის 2016 წლის 8 თებერვლის №17 ბრძანების თანახმად:
დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველთა მიერ წარსადგენი საბუთების ნუსხა
დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველმა რექტორის სახელზე უნდა წარადგინოს განცხადება ფაკულტეტისა და სადოქტორო პროგრამის მითითებით, აგრეთვე შემდეგი საბუთები (ორ ეგზემპლარად):
საჭიროების შემთხვევაში, აპლიკანტი ვალდებულია წარმოდგენილ დოკუმენტაციას დაურთოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული ცნობა, რითაც დასტურდება მისი უფლება უმაღლესი განათლების მესამე საფეხურის (დოქტორანტურის) საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების შესახებ.
განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ მონაცემებში (CV) სასწავლო/კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა აქტივების მითითებისას, დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი მასალების დედნები და მათი ასლები.
საბუთების პირველადი შემოწმება ხდება ფაკულტეტზე, სადისერტაციო საბჭოს მდივნის მიერ. შემოწმების შემდეგ საბუთების დედნები უბრუნდება წარმომდგენს.
დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველი სადისერტაციო საბჭოს მდივნის მიერ ვიზირებულ განცხადებას დანარჩენ საბუთებთან ერთად აბარებს სტუ-ს კანცელარიას.
დოქტორანტურაში ჩარიცხვის პირობები
დოქტორანტურაში ჩარიცხვის უფლება აქვს მაგისტრს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს. დოქტორანტურაში ჩარიცხვის პირობა არის გასაუბრება საფაკულტეტო დროებით კომისიასთან.
ეკონომიკის სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ უცხოური ენის (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული, ესპანური, იტალიური). B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი შესაბამისი საერთაშორისო სერტიფიკატი, ან უნდა ჩააბარონ გამოცდა სტუ-ს საგამოცდო ცენტრში. აპლიკანტებს, რომლებსაც განათლება მიღებული აქვთ საზღვარგარეთ (გავლილი აქვთ უცხოენოვანი პროგრამები) სერტიფიკატების წარმოდგენა ან გამოცდის ჩაბარება არ მოეთხოვებათ.
სოციალური მეცნიერებების, მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ უცხოური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი შესაბამისი საერთაშორისო სერტიფიკატი, ან უნდა ჩააბარონ გამოცდა სტუ-ს საგამოცდო ცენტრში. აპლიკანტებს, რომლებსაც განათლება მიღებული აქვთ საზღვარგარეთ (გავლილი აქვთ უცხოენოვანი პროგრამები) სერტიფიკატების წარმოდგენა ან გამოცდის ჩაბარება არ მოეთხოვებათ.
მხედველობაში მიიღება აგრეთვე:
დოქტორანტურაში ჩარიცხვის შესახებ ბრძანების გამოქვეყნებიდან ერთი კვირის ვადაში დოქტორანტმა სტუ-სთან უნდა გააფორმოს საფინანსო და სასწავლო ხელშეკრულებები და ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 (ხუთ) საბანკო დღეში უნივერსიტეტის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხოს ერთი წლის სწავლის საფასურის - 2250 ლარის მინიმუმ ერთი მეოთხედი. დოქტორანტურაში სწავლის ხანგრძლივობა 3 წელია.
ის პირები, რომლებიც ერთი თვის ვადაში არ წარმოადგენენ ჩარიცხვისათვს საჭირო დოკუმენტის დედანს და ასლს (ნაცვლად ცნობისა ან და სხვა) ბრძანება მათი ჩარიცხვის ნაწილში ძალადაკარგულად იქნება ცნობილი.
სადოქტორო პროგრამები და მისანიჭებელი კვალიფიკაციები ფაკულტეტების მიხედვით
ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი
სამთო - გეოლოგიური ფაკულტეტი
ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტი
სწავლების დეპარტამენტი