28 მაისს, სტუ-ში, გაიმართა შეხვედრა, რომელიც უნივერსიტეტში სამეცნიერო კოლსატინგის ჯგუფის შექმნას ეხებოდა. სამუშაო ჯგუფის საქმიანობა ითვალისწინებს მუდმივმოქმედი კონსულტაციების, სამეცნიერო დღეების და ტრენინგების ჩატარებას, ასევე უნივერსიტეტის თანამშრომელთა ტრენინგებს ადგილობრივი და ევროპელი ექსპერტების მონაწილეობით.
შეხვედრა გახსნა რექტორის მოადგილემ, პროფ. ზურაბ გასიტაშვილმა. მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო სამეცნიერო კოლსატინგის ფუნქცია-მოვალეობები და შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი გივი ქოჩორაძე.