მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ახალი სამეცნიერო მონოგრაფია მათემატიკის დარგში

ახალი სამეცნიერო მონოგრაფია მათემატიკის დარგში

02-02-2016
ახალი სამეცნიერო მონოგრაფია 

2015 წლის ბოლოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მათემატიკის დეპარტამენტის თანამშრომლების თანაავტორობით გამოქვეყნდა სამეცნიერო მონოგრაფია, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთმა ცნობილმა გამომცემლობა „Elsevier“-მა გამოაქვეყნა.

წიგნი (Temur Jangveladze, Zurab Kiguradze, Beny Neta. Numerical Solutions of Three Classes of Nonlinear Parabolic Integro-Differential Equations. Elsevier. Academic Press, Science Publishing Co Inc. 2015, 254 p.) ეძღვნება სამი კლასის არაწრფივი პარაბოლური ინტეგრო-დიფერენციალური მნიშვნელოვანი განტოლებების გამოკვლევას და რიცხვით ამოხსნას. 
ნაშრომის ავტორები მათემატიკის დარგში მოღვაწე ცნობილი მეცნიერები არიან: სტუ-ს პროფესორი თემურ ჯანგველაძე, მოწვეული ასოცირებული პროფესორი ზურაბ კიღურაძე და  ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე პროფესორი ბენი ნეტა. წიგნის ქართველი ავტორები პარალელურად ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის თანამშრომლები არიან.

2012-2013 წწ. თ. ჯანგველაძე აშშ-ის ფულბრაიტის პროგრამით მონტერეის სამხედრო-საზღვაო სადოქტორო სკო¬ლის (კალიფორნიის შტატი) გამოყენებითი მათემატიკის დეპარტამენტში კითხულობდა ლექციებს, როგორც მიწვეული პროფესორი.

ზ. კიღურაძე 2013 წელს შ. რუსთაველის ფონდის საგრანტო დაფინანსებით სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა მსოფლიოში აღიარებულ იმავე სამეცნიერო ცენტრში. გამოყენებითი და გამოთვლითი მათემატიკის ცნობილ სპეციალისტ ბ. ნეტასთან თანაავტორობით სწორედ ზემოაღნიშნულ უნივერსიტეტში დაიწერა გამოქვეყნებული წიგნის მნიშვნელოვანი ნაწილი. 

სამი პროფესორის სამეცნიერო კონტაქტი ამჟამადაც ნაყოფიერად გრძელდება და მოცემულ დარგში მათი ერთობლივი სამეცნიერო კვლევა მომავალშიც არაერთი მნიშვნელოვანი შედეგის მიღებას ისახავს მიზნად.

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11