27-05-2010
Der Deutsche Akademische Austauschdienst – DAAD
შეხვედრა სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებთან
27 მაისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიდ სააქტო დარბაზში, გაიმართა DAAD–ის (გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური) სასტიპენდიო პროგრამების პრეზენტაცია, რომელსაც სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები დაესწრნენ. შეხვედრაზე დაინტერესებულ პირებს საშუალება ჰქონდათ ამომწურავი პასუხები მიეღოთ მათთვის საინტერესო საკითხებზე.


სიახლეებში დაბრუნება