01-06-2010
გამოფენა
1 - ლ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაციის ინიციატივით, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა შვილებისა და შვილიშვილების ნახატების გამოფენა გაიმართა. უკვე ლამაზ ტრადიციად ქცეულ ნორჩი მხატვრების გამოფენას წელსაც ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოფენო დარბაზმა „ უნივერსმა“ უმასპინძლა.
სიახლეებში დაბრუნება