საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2016 წლის 12 იანვრის დადგენილების შესაბამისად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევნები აკადემიურ საბჭოში დაინიშნა 2016 წლის 2 თებერვალს, ხოლო აკადემიური საბჭოს მიერ არჩეული კანდიდატის წარმომადგენლობით საბჭოში დამტკიცება - 2016 წლის 3 თებერვალს. კანდიდატთა სამოქმედო პროგრამების მოსმენა აკადემიურ საბჭოში გაიმართება 2016 წლის 29 იანვარს.
არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა რეგისტრაცია იწყება 2016 წლის 20 იანვარს და მიმდინარეობს 2016 წლის 26 იანვარის ჩათვლით;
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
კონკურსანტმა საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი, სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი, ავტობიოგრაფია (CV), პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი, სამოქმედო პროგრამა და 1 ფოტო სურათი (ზომით 3x4 სმ);
საბუთები მიიღება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში. მის: კოსტავას ქ. #77, მე-3 სართული, ოთახი #325.
საკონტაქტო პირი - დენიტა ბიბილეიშვილი
ტელ.: 2 36 41 84
საბუთების მიიღება იწარმოებს ყოველ დღე 10:00 -დან 17:00 საათამდე.