12-01-2016
BC CHALLENGE სტუდენტური ოლიმპიადა
ამიერკავკასიაში ინგლისური ენის შემსწავლელი ყველაზე დიდი ცენტრი - ბრიტანული ცენტრი გაზაფხულზე გეგმავს BC CHALLENGE მასშტაბური სტუდენტური ოლიმპიადის ჩატარებას, უპრეცედენტო საპრიზო ფონდით, გამარჯვებულთა გამოვლენის და დაჯილდოვების უნიკალური სისტემით.
BC CHALLENGE ოლიმპიადის მიზანია ინგლისური ენის პოპულარიზაცია, სტუდენტებში სწავლისადმი მოტივაციის ამაღლება და ამავე დროს, სამართლიანი, მიუკერძოებელი და გამჭვირვალე შეფასების სისტემის გამოყენებით ნიჭიერი სტუდენტების გამოვლენა და წახალისება.
ოლიმპიადასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ: www.bcchallenge.ge
სიახლეებში დაბრუნება